„ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს, არ კეთდება მიწისძვრის პროგნოზი, არა!“ - თეა გოდოლაძე
სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ.
გოდოლაძე წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და მიწისძვრის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
„უმორჩილესად გთხოვთ! არ აყვეთ და ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს. ვიღაც ერთობა ამ ინბოქსში მესიჯების გზავნით, დიდი მიწისძვრა იქნებაო!
არ კეთდება მიწისძვრის პროგნოზი არა!" - წერს გოდოლაძე.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს სამი მიწისძვრა მოხდა.