თეგებით ძიება
13. 02. 2023 ვიდეო

უცხოპლანეტელები დედამიწაზე? - ამერიკელმა სამხედროებმა უცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, მას ოქტაგონის ფორმა ჰქონდა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰურონის ტბის თავზე უცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ოქტაგონის ფორმა ჰქონდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ჩამოგდებული ობიექტის ვიდეოკადრებიც. არსებული ინფრმაციით, მანათობელი მფრინავი ობიექტები ურუგვაიშიც შენიშნეს.

ფეისბუქგვერდის "World Military/ანალიტიკას" ინფორმაციით, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ დაახლოებით 1-მეტრიანი პატარა მეტეორი იქნა აღმოჩენილი და ის შევა დედამიწის ატმოსფეროში ჩრდილოეთ საფრანგეთის თავზე დაახლოებით დილის 7:00 საათზე. სავარაუდოდ, მეტეორი დაიწვება ატმოსფეროში შესვლისთანავე და არ წარმოადგენს საფრთხეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა