მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს გადააჭარბა
გასული კვირის ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ მინიმუმ 34 179-ს მიაღწია.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, დაღუპულია 29 605 ადამიანი. სირიაში გარდაცვლილია მინიმუმ 4 574.
ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ. თურქეთში სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს 5 მოქალაქე.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.