მორიგი ტრაგედია თურქეთში - მაშველი ძაღლი დაიღუპა (ფოტო)
"მადლობა გმირული შრომისთვის!" - ასე ემშვიდობებიან მაშველ ძაღლ "პროტეოს", რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მყოფი ადამიანების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში იყო ჩართული და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
ძაღლი მექსიკის სამაშველო ჯგუფს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 26 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.