თეგებით ძიება

ცარიელი ძვალი და ტყავია! მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

,,სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია. მიხეილ სააკაშვილმა მათ თხოვნით მიმართა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო. რაც უფრო ადრე მოხდება მით უკეთესი. ისევე სუსტად არის, როგორც ყოველთვის. ყველაფერი უჭირს: სიარული, ჭამა და ა.შ.

ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური კადრები გახდა. CNN - ის მიერ გავრცელებული კადრები რეალობაა, თან ეს 4 ოქტომბრის კადრები იყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმეა. ოქტომბრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესებულია. ფაქტია, რომ ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია. მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა, ინტოქსიკაცია.

,,ტელეკომპანია იმედმა” აჩვენა პატარა კადრები, სადაც ძალიან მხნედ გადაადგილდება. რა თქმა უნდა, სჯობდა კიევის კადრები ეჩვენებინათ, იქ უფრო მხნედ დააბიჯებდა. იცით რა მიკვირს?! ყველანაირი ხერხით რომ უნდათ ეს ადამიანი აქედან არ გაუშვან. თუ ასე ძალიან უყვარდათ და ასე ძალიან უნდოდათ აქ ყოფილიყო, რატომ ჩამოართვეს ეს მოქალაქეობა?! ძალიან მიკვირს”,- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა