თეგებით ძიება

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს - რა მოხდა აჭარაში?

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გენადი სრუმანიძე ხელვაჩაურის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან 2 თვის წინ გაათავისუფლეს.

გარდაცვლილის ცხედარი ჩაქვში, საკუთარ სახლში, რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ის ბათუმიდან ჩაქვში საკუთარი მანქანით მიდიოდა. არსებული ცნობით, მას ტყვია აქვს მოხვედრილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა