სასწაული მიწისძვრიდან 163 საათის შემდეგ - მაშველებმა 7 წლის ბიჭი გადაარჩინეს (ვიდეო)
მორიგი სასწაული თურქეთში - მაშველებმა ჰათაიში ნანგრევებიდან 7 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს.
მაშველებმა ბავშვი მიწისძვრიდან 163 საათის შემდეგ გადაარჩინეს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 29 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.