საშინელება ხდება! სამწუხაროდ, მიწისძვრის გამო ღუპულთა, ან დაშავებულთა რიცხვი ყოველდღე გაიზრდება - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი?
ჯანმო-ს ევროპის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ოფიცერის, კეტრინ სმოლვუდის განცხადებით, მიწისძვრის გამო, დაღუპულთა, ან დაშავებულთა რიცხვი ყოველდღე გაიზრდება.
"სამწუხაროდ, მიწისძვრებთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის იგივეს ვხედავთ - დაღუპულთა, ან დაშავებულთა რიცხვის ცნობები საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა ჯანმო-ს ევროპის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა.
ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 4 574.