თეგებით ძიება

სასწაული ქართველი ექიმებისგან - პაციენტი, რომელსაც გული გაჩერებული ჰქონდა და პულსიც არ ესინჯებოდა, გადაარჩინეს

გორში, ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს პაციენტი, რომელსაც გული გაჩერებული ჰქონდა, არ სუნთქავდა და პულსიც არ ესინჯებოდა. ქართველი ექიმების გრმირობის შესახებ ინფორმაციას "გორმედი" ავრცელებს.

აღნიშნულ შემთხვევათან დაკავშირებით, რუბრიკა "შენიექიმის" ფარგლებში, ინტერვიუში "გორმედის" მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი, კობა აბულაძე საუბრობს.

- რა სპეციფიკაში მუშაობა უწევს ექიმებს და ექთნებს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში?

- ყველა განყოფილებას თავისი სპეციფიკა აქვს და თავისებურად სტრესულია, თუმცა გადაუდებელი მედიცინა, ეს ყველამ იცის, რომ პირველი ტალღა ემოციისა ჩვენზე მოდის. ეს ისეთი სამუშაო გარემოა, სადაც ცხელი გონებით ვერ იმოქმედებ და უნდა შეგეძლოს ემოციების მუდმივად კონტროლი. გარდა ამისა დრო, დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება შემოვიდეს ერთი მძიმე პაციენტი და უეცრად მოყვეს 2, 3 ან მეტი, ამ დროს საჭიროა მობილიზება და ცივი გონებით მოქმედება. 

- ერთ კრიტიკულ შემთქვევას ხომ ვერ გაიხსენებდით?

- მოგეხსენებათ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი ვართ და ასეთი შემთხვევები იშვიათად არ ხდება, უახლესი მომავლიდან დღევანდელ შემთხვევას მოვიყვან მაგალითად: პაციენტი შემოვიდა, არც კი დავაკონკრეტებ როგორ მდგომარეობაში, გული გაჩერებული ჰქონდა, სუნთქვა არ იყო, პულსი არ ისინჯებოდა, ეს პაციენტი გადავარჩინეთ და ეხლა თავს კარგად გრძნობს, ყოველ მორიგეობაზე ასეთი შემთხვევები ხშირია.

- რა შეგრძნებაა სახლში გამარჯვებული დაბრუნება?

- ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია, ეს არის ჩვენი პროფესიის დადებითი მხარე, იცი რომ ყოველდღე შეგიძლია ვიღაცას სიცოცხლე აჩუქო და ცხოვრება გაუხანგძლივო, გაახარო მისი ოჯახის წევრები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა