თურქეთში პოლიციამ დააკავა პირები, რომლებიც მიწისძვრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდნენ
თურქეთის პოლიციამ დააკავა 14 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გასული კვირას მომხდარი მიწისძვრასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში.
თურქეთის პოლიციის განცხადებით, პოლიციამ გამოავლინა 475 ანგარიში, რომლითაც დაკავებული პირები მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "პროვოკაციული შინაარსის" ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომლის მიზანიც "მოქალაქეებში შიშისა და პანიკის დათესვა იყო".
"მათი დეტალები გადაეცა შესაბამის დანაყოფებს. პროკურატურის მითითებით, 56 პირი პოლიციაში გადაიყვანეს, მათგან 14 დაკავებულია", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 29 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე.