"ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - რა უთხრა ბუბა კიკაბიძემ სააკაშვილს უკანასკნელი შეხვედრისას?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი აწ უკვე გარდაცვლილ მსახიობთან, ბუბა კიკაბიძესთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს და დეტალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თვითონ ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ გამაჩერა, მაკოცა და მითხრა “მიშა, მიყვარხარ”. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მოვისმინე. მეც მინდა ვუპასუხო ახლა - ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ (იმედია იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს", - წერს სააკაშვილი.