თეგებით ძიება

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა, ადამიანის აზროვნებისა და შრომის უნარს არღვევს - რა საფრთხის წინაშე ვართ ავტომანქანების გამონაბოლქვის დროს?

21-ე საუკუნეში, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუფთა ჰაერის სუნთქვა პრობლემატური საკითხი გახდა. განსაკუთრებით, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, სადაც ტრანსპორტი ხშირად გადაადგილდება, ადამიანებს ნებსით, თუ უნებლიედ "ბინძურ" გარემოში უხდებათ ცხოვრება.

ამასთან, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე.

კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი.

„მეტი კვლევაა საჭირო ამ ცვლილებათა ფუნქციური გავლენების სრულად გასაგებად, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ის არღვევდეს ადამიანის აზროვნების და შრომის უნარზე“, - ამბობს ვიქტორიას უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგი ჯოდი გავრილუკი.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა კვლევა Environmental Health-ში გამოქვეყნდა.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა