ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია სირთულეებისთვის, რაც კულტურისა და რწმენის დამსახურებაა - რომის პაპი საქართველოზე
რომის პაპმა ფრანცისკემ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა და მოუწოდა, გამოიყენონ განათლება და რწმენა. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.
"განათლება ეხმარება ახალგაზრდა თაობას ზრდაში და ყველაზე ნაყოფიერი ფესვების გაზრდაში“, - აღნიშნა ფრანცისკემ.
პონტიფიკოსმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს შესახებ და განაცხადა, რომ ეს ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელსაც უძველესი ისტორია აქვს.
"ცოდნა არის გასაღები საკუთარი თავის შესაცნობად და, თავის მხრივ, რწმენისა და ღმერთის აღმოჩენისთვის. გარდა ამისა, კულტურისა და განათლების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ წარსულის მეხსიერება და ნათელი მოვფინოთ აწმყოს, რაც აუცილებელია ახალგაზრდებისთვის და საზოგადოებისთვის.
საქართველოს ისტორია, ასევე, აღსავსეა სიბნელიდან სინათლეში გადასვლის მაგალითებით, როდესაც ქვეყანა ახერხებდა სინათლეში ყოფნას მძიმე დროს, რაც დაკავშირებული იყო უცხოელ დამპყრობლებთან, ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია ამ სირთულეებისთვის და ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა.
ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ უფრო ფართო შესაძლებლობებს. ამასთან, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი უნიკალური სილამაზით იმსახურებს, რომ ის დააფასონ სხვა ადგილებშიც, ხოლო ქართული ხელოვნება, მუსიკა და სხვა გამომსახველობითი ფორმები, კიდევ უფრო გამდიდრდებოდა სხვა კულტურებთან პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობის შედეგად.
მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის, რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს“, - განაცხადა რომის პაპმა.