„ამ ნაღმებით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი მოწყდა და ზღვამ წაიღო“ - რას წერს ექსპერტი ბათუმში მომხდარ აფეთქებაზე?
სამხედრო ექსპერტი, გიგა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებას და წერს, რომ ეს საბჭოთა წარმოების პატარა საზღვაო ნაღმი აფეთქდა.
„ახლა ვნახე ვიდეო ბათუმში აფეთქებული ნაღმის.
ეს არის საბჭოთა წარმოების ЯМ ის ტიპის 1943 წლის ნიმუშის პატარა საზღვაო ნაღმი. 172 კგ იანი. 20 კგ ტროტილის მუხტით. გალვანურკონტაქტური ამფეთქით.
ომის დაწყებამდე ამ ნაღმებით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი მათგანი მოწყდა და ზღვამ რუმინეთისკენ წაიღო, მინიმუმ ეს 1 ცალი ჩვენთანაც გამოურიყავს“, - წერს ექსპერტი.