თეგებით ძიება

მხატვარი შოთა აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს

მხატვარი, შოთა აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს. ამის შესახებ მხატვარმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

"ახლახან გავგზავნე წერილი ქეთი შავგულიძის და ათინათის სახელზე. რათა მიმართონ ეროვნულ გალერეას, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაბრუნდეს გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ჩემი ნამუშევარი ჩემს ხელში რისი წამოღების ორგანიზაციაც თავად შემიძლია მოვახდინო. ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა. ამ პოსტს საჯაროდ ვწერ, რადგან ვთვლი საკმაოდ საზრიანი ვადაა - 24 საათი მიღება ჩაბარების აქტის, და სხვა დოკუმენტების მოსაგვარებლად.

ასევე საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ამ ვადაზე დიდხანს ჩემი ნამუშევრის იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელია. ასევე, ამ პოსტით, საჯაროდ ვაფიქსირებ სურვილს ამ განაცხადიდან, ნამუშევრის დაბრუნებასთან დაკავშირებით 24 საათის ვადაში, რისი სრული კანონიერი უფლებაც გამაჩნია.

პ.ს ყველას გთხოვთ, ნუ ესვრით ტალახს, გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი. ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება. ყველაზე მეტად საჭირო ამ დროს ერთობაა. სწორედ პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობაშია ხელოვნების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა და სწორხაზოვანი მორალისტური აზროვნებაა, ის რის გამოც ასეთი უმსგავსობები ხდება. ჰეროიზმი ხშირად ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომელიც ხშირად "მტრის" წისქვილზე ასხამს წყალს", - წერს მხატვარი.

ცნობისთვის, 4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!"

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით აღიძრა, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა