თეგებით ძიება

ფოტოგრაფი საბა გორგოძე ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს

ხელოვანი, საბა გორგოძე ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს. მანამდე, ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს ხელოვანებმა შოთა აფციაურმა და ანდრო დადიანმა.

"დღეს დილით განაცხადი შევიტანე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში ნამუშევრის გამოტანის შესახებ. ძალიან მარტივი პროცესი იყო, ალბათ რამდენიმე დღე დასჭირდება მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ასე რომ თქვენც უპრობლემოდ შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე"- წერს გორგოძე.

ცნობისთვის, 4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!"

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით აღიძრა, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 

წყარო: „ფორმულა ნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა