"ვთქვი, ბავშვები მყავს და თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, მათ გარეშე რომ წავსულიყავი" - რას ამბობს თურქი ექთანი, რომელმაც პაციენტების გამო საკუთარი სიცოცხლე გარისკა?
6 თებერვალს თურქეთში მიმხდარი მიწისძვრის დროს თურქი ექთნის, შეიმა ალაქუშის ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გაზიანთეფში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მორიგეობისას ექთანმა პატარა პაციენტების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გასირკა.
"ვთქვი, ბავშვები მყავს და თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, მათ გარეშე რომ წავსულიყავი", - აცხადებს მედიასთან ექთანი.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებს 36 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.