თეგებით ძიება

როგორ უნდა გაუმკლავდეს ლიდერი ზოგად გამოწვევებს?

თუ გსურთ, იყოთ ყველაზე ეფექტური ლიდერი, შეინარჩუნეთ „სტუდენტური მენტალიტეტი“ და განაგრძეთ ყველა საკითხის შესწავლა სხვა მოაზროვნე ლიდერებისგან. მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ლიდერებიც კი მზად არიან, სხვა ლიდერების წიგნები გადაფურცლონ საკუთარი აზროვნების გასაფართოებლად.

ეფექტური ლიდერის თვისებაა გახსნილობა ახალი იდეებისა და ბიზნესის განხორციელების გზებისადმი. სხვა ლიდერების შეცდომების შესახებ ინფორმაციის მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ანალოგიური ხარვეზები თქვენს ბიზნესში.

ხშირად, ლიდერების ბლოგების კონტენტი თქვენი მოქმედებების ახლებურად ან განსხვავებულად შესწავლისკენ გიბიძგებთ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოწვევა შეიძლება არასასიამოვნო იყოს, ის, საბოლოოდ, ზრდაში დაგეხმარებათ.

ლიდერობის რეალური და განსხვავებული გამოწვევა ასევე არის კოორდინაცია და კომუნიკაცია.

ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის Adobe- ის კვლევის მიხედვით, ორგანიზაციის საშუალო თანამშრომელი დღეში სამ საათზე მეტს ხარჯავს სამუშაო ელ. ფოსტის მართვაში, ხოლო ორნახევარ საათს - პირადი წერილების შემოწმებაში. Harvard Business Review-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღმასრულებელი დირექტორები შეხვედრებზე კვირის სამ მეოთხედს ატარებდნენ (იგულისხმება სხვადასხვა ხანგრძლივობის 37-მდე ინდივიდუალური შეხვედრა).

როდესაც თქვენი გუნდი სამუშაოს წარმატებით შესასრულებლად შთაგონებასა და მოტივაციას ეძებს, დაეხმარეთ თქვენს კოლეგებს, ყურადღება გაამახვილონ იმ ღირებულებებზე, რასაც მათი ნამუშევარი ქმნის. თანამშრომლების მოტივირებისა და მათი სამსახურებრივი მიზნის განხორციელებისთვის ლიდერის დახმარება გადამწყვეტია.

თქვენი, როგორც ლიდერის, როლის მთავარი თვისება არის ნიჭიერება და

თანამშრომლების განვითარება. მნიშვნელოვანია თქვენი გუნდის წევრების პოტენციალის ძიება და მათი ზრდის წახალისება.

https://fullfocus.co/achieve-more-than-you-thought-possible-in-2021/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა