თეგებით ძიება
14. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა. 

თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 31 700-მდე ადამიანი დაიღუპა.

სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა. სავარაუდოდ ეს სტატისტიკა საბოლოო არ არის. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაორმადგეს. შეიძლება თქვას, რომ გადარჩენილთა მიგნების ოპერაცია უკვე აღარ ტარდება და მაშველეები გაწმენდით სამუშაოებს შეუდგნენ.

ცნობისთვის, დამანგრეველი მიწისვრები თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გამორმაგდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა