თეგებით ძიება

რას ამბობს ხობში, მკვლელობისთვის დაკავებული 30 წლის ქალი? - საზარელი დანაშაულის დეტალები

ხობში, სოფელ ხამისკურში მკვლელობა მოხდა.

46 წლის ხათუნა ლაზარიას მკვლელობაში ბრალდებული ქალი, 1992 წელს დაბადებული ზ.უ.-აა.

ქალი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მოკლულს მისი ვალი ჰქონდა.

ხათუნა ლაზარიას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეუღლეს და ნათესავებს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიციალურად მიაწოდეს.

მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებული გალიდანაა. მისი ოჯახი წლების განმავლობაში სოფელ თორსაში ცხოვრობდა, ახლა კი ზუგდიდში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა