თეგებით ძიება

სიყვარულია, როცა ჯერ წასული არ არის, რომ უკვე გენატრება - რას წერს გივიკო დიდია?

ინფლუენსერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ სიყვარულია, როდესაც ჯერ წასული არ არის შენი ადამიანი და უკვე გენატრება.

"სიყვარულია , როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს.

უნდა ნახო , ან ვერ ნახო და განწყობაც შესაბამისია, როცა დილას აუცილებლად გხვდება მისი SMS , კითხულობ რამდენჯერმე , თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს გეღიმება. სიყვარულია , როცა ღამით მასთან ლაპარაკში იძინებ, მისი ხმა გესმის და აქედან გამომდინარე ფერადია სიზმრებიც... სიყვარულია, როცა ყავასაც კი მისი სურნელი , მისი გემო აქვს . 

სიყვარულია, როცა ჯერ წასული არ არის , რომ უკვე გენატრება. 

სიყვარულია, როცა ქუჩაში დადიხარ და იღიმი . 

სიყვარულია, როცა ყელში ბურთი გეჩხირება და ცრემლებით გევსება თვალები . 

იმის გამო რომ ძალიან გიყვარს , 

იმის გამო რომ ძალიან გენატრება, 

ან იმის გამო რომ ძალიან ხარ გაბრაზებული და შესაბამისად მზად ხარ , დაუსრულებლად აკოცო რომ დაინახავ გაიქცე და ჩაეხუტო ან წამებით მოკლა

სიყვარულია , როცა ბრაზდები და ხმას არ ცემ , ან უყვირი და ეჩხუბები და გეუბნები რომ არ ჭირდება შენი სახლში გაცილება....

სიყვარულია , როცა უყურებ და გეცინება მის ბავშურ საქციელებზე . 

სიყვარულია , როცა შეგიძლია ტვინი უბურღო და ოდნავადაც არ შეწუხდეს . 

სიყვარულია როცა ცდილობ შეცდომებზე მიუთითო , იმიტომ რომ ისევ მისთვის გინდა კარგი და ამ ყველაფერს ისე აღვიქვამს , თითქოს ისეთი არ გიყვარდეს როგორიც არის და წყინს-გებუტება. 

შენ კი , ამ ყველაფერს ღიმილით ითმენ და ბურდღუნებ მართლა რა პატარა ხარო 

სიყვარულია, როცა 5 წუთის მერე ერთად იცინით ამ ყველაფერზე. 

სიყვარულია, როცა პატარას და ათას საყვარლობას. ეძახი და მას გული უჩუყდება . 

სიყვარულია , როცა მასთან ყველა ემოცია იმაზე ძლიერია , ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება იყოს . 

სიყვარულია, როცა ახლა ამ წუთას ისე გენატრება, საცაა იტირებ. 

სიყვარულია, რადგან არავინ არსებობს ამ ქვეყნად როცა მასთან ხარ, 

ვერავის ხედავ და არავინ გინდა.

სიყვარულია , რომელიც არასოდეს დამთავრდება. 

დიდ სიყვარულს გისურვებთ", - წერს დიდია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა