სიკვდილის პირას არის ნამდვილად, სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტი სიკვდილის პირას არის მისული.
"ვაზიარე და წამოვედი. ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ძალიან გამხდარია, განლევა არის უკვე კუნთების, გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე, იწვა, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, რომ მე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილები დაწყებული.
სიკვდილის პირას არის ნამდვილად, ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასოდეს, რას არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.