თეგებით ძიება

სოხუმსა და ცხინვალში არც ერთ შემთხვევაში იარაღით არ უნდა შევიდეთ! არც ერთი მიწა არ ღირს იქ დაღვრილი სისხლის ფასად - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში იარაღით არავინ უნდა შევიდეს.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

„ჩვენ სოხუმსა და ცხინვალში არც ერთ შემთხვევაში იარაღით არ უნდა შევიდეთ, მაგრამ ამ პირობის დადება რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, არ შეიძლება. ეს აქამდე ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა და გვეთქვა, რომ იქ იარაღით არ შევალთ, მოდით, დანარჩენზე ვილაპარაკოთ. მგონია, რომ არც ერთი მიწა არ ღირს იქ დაღვრილი სისხლის ფასად, სადაც შემდეგ ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცხოვრონ. სადაც სისხლს დავღვრით და მშვიდობით არ შევალთ, არ იქნება სასიამოვნო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა.

ცხინვალში დე ფაქტო მთავრობამ დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, რასაც სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა