მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა საქართველოსთან - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა საქართველოსთან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებსაც რუსეთისგან საფრთხე ემუქრებათ.
"უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფაა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული შეჭრის მიმართ. ამიტომ, მოკავშირეები შეთანხდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ, კრიზის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა და საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.