თეგებით ძიება
14. 02. 2023 მსოფლიო

რუსული გემები ბირთვული იარაღით ზღვაში გავიდნენ - კრემლი ბირთვული ომისთვის ემზადება?

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული რუსული საბრძოლო ხომალდების ზღვაში შევიდნენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ნორვეგიის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ნორვეგიის დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში რუსეთისთვის ბირთვული იარაღის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა.

"რუსეთის მუდმივი სამხედრო ძალები საგრძნობლად დასუსტდნენ უკრაინის ომის შემდეგ. ამავდროულად, მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე ომშია ჩართული... მეორეს მხრივ, რუსეთის ბირთვული შესაძლებლობები კვლავ იგივეა, რაც ომამდე იყო. რეგულარული არმიის ძლიერად დასუსტების ფონზე, რუსეთისთვის ბირთვული იარაღის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო პერიოდში" - აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრით ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა