პოლონეთის საზღვარიდან 3 რუსული სამხედრო თვითმფრინავი უკუაგდეს - კრემლი ნატო-ს ეთამაშება?
ნიდერლანდების სამხედრო თვითმფრინავებმა (F-35) პოლონეთის საჰაერო სივრცესთან სამი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი შეაჩერეს და ტერიტორიიდან მოშორებით გაიყვანეს. ინფორმაციას reuters-ი ნიდერლანდების თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიდერლანდური მხარის განცხადებით, ვერტმფრენები პოლონეთის ტერიტორიას კალინინგრადის მხრიდან უახლოვდებოდნენ.
"კალინინგრადის მხრიდან, სამი უცნობი თვითმფრინავი მიუახლოვდა პოლონეთის საჰაერო სივრცეს, NATO-ს პასუხისმგებლობის ზონაში, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამ დროისთვის რუსული მხარის პოზიცია უცნობია.