თბილისში, არასრულწლოვნება მაღაზია გაქურდეს და სიგარეტი მოიპარეს - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი?
თბილისში, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნებმა ქსელური მაღაზია "ორი ნაბიჯის" ფილიალი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზია არასრულწლოვანებმა გაქურდეს. მათ მაღაზიის კარის მინა ჩაამტვრიეს და ისე მოახერხეს შიგნით შესვლა.
წაღებულია რამდენიმე კოლოფი სიგარეტი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.