ნანგრევებში მოყოლილი 8 000 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ნანგრევებიდან 8 000 გადარჩენილის გამოყვანა მოხერხდა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას 37 000-სზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 31 974 თურქეთშია გარდაცვლილი, 5 800-სზე მეტი კი სირიაში.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.