თეგებით ძიება

საჩუქრები, ყვავილები, ტკბილეული - რა არის ვალენტინობა, საიდან იღებს ეს დღესასწაული სათავეს?

და რა არის ვალენტინობა? რატომ აღინიშნება 14 თებერვალს? მსგავსი შეკითხვები საზოგადოებაში ხშირადაა გამეფებული, ამ დღის მოახლოებასთან ერთად. თქვენ აღნიშნავთ ვალენტინობას? და თუ აღნიშნავთ რატომ? 

გადავინაცვლოთ, ძველ რომში - 14 თებრვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია - ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლთაც ტყავებს აძრობნენ და მათრახებს აკეთებდნენ. ამ მათრახებით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში.

ამ რიტუალით სწამდათ, რომ ქალები უფრო ნაყოფიერნი გახდებოდნენ და ბევრ შვილს გააჩენდნენ. 494 წელს პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ამ დღესასწაულის აღნიშვნა და იგი ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით.

მოკლედ, ვალენტინობის დღის აღნიშვნა მეხუთე საუკუნეში, რომში დაიწყო...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა