პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი - მეუფე იაკობი
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დღევანდელ სინოდის სხდომაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი არ ყოფილა.
„ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, 3-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს, 14 თებერვალს, სინოდის სხდომა გაიმართა.