საპატრიარქოს წარმომადგენლები ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ
დღეს, საქართველოს საპატრიარქოში 3-წლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა გაიმართა.
საპატრიარქოს წარმომადგენლები იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გარეთ ახალ ამბებს ელოდებოდნენ, საკვებითა და ხილით გაუმასპინძლდნენ.
ცნობისთვის, 3-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს, 14 თებერვალს, სინოდის სხდომა გაიმართა.
ცნობისთვის, 12:00 საათზე ჩანიშნული სინოდის სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. ვრცელდებოდა ცნობები, რომ პატრიარქი სხდომაზე მისვლას ვერ ახერხებდა, თუმცა, საბოლოოდ, ილია მეორემ სხდომა გახსნა.