თეგებით ძიება

პატრიარქს უფლებამოსილება შეიძლება, შეუჩერდეს? - სასულიერო პირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა.

კითხვაზე, პატრიარქის უფლებამოსილების შეჩერებაზე თუ იყო საუბარი სინოდის დღევანდელ სხდომაზე, მეუფემ აღნიშნა: „მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ. სისულელეა. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს“.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, წმინდა სინოდის სხდომაზე დღეს ყველა ძირითადი საკითხი იყო განხილული.

„გავიერთ მძიმე საკითხები. იცით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან დიდი ტრაგედია ხდება. გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამრთლიანობა არ დაიკარგოს. ასევე, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს, რადგან იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი, რომ აფხაზეთი აღიარა და ამიტომ ჩვენი ეკლესია იქ დგას, სადაც საქართველო და ქართველი ხალხია“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა