პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია - მეუფე გრიგოლ კაცია
მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქს დაქვემდებარებაში იქნება.
„ზენონი ჯანმრთელობის მსგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია“, – განაცხადა გრიგოლ კაციამ.
საქართველოს საპატრიარქომ 18 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა.
სინოდი დღეს, დილის 12 საათზე შეიკრიბა, თუმცა სხდომა მთელი 5 საათის დაგვიანებით დაიწყო.