გაკვეთილის მიმდინარეობისას, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
ჩუღურეთის რაიონში, თბილისის 36-ე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა.
შემთხვევა სკოლის დერეფანში, ორშაბათს, 13 თებერვალს, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა.
ინციდენტის შემდეგად არავინ არ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაცია სულ ახლახან დასრულდა.
მომხდართან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.