პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხი - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა,.
„პრეზიდენტმა პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, სიმამაცე და ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა.
ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ უკრაინისთვის, რათა დაეხმაროს, დაიცვას თავდაცვის უფლება. დასაწყისიდანვე ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკავშირთან უკრაინის მხარდასაჭერად, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. დღეს, ჩვენ განვიხილავთ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის შესანარჩუნებლად", - განაცხადა სტოლტენბერგმა.