ზუგდიდში ავტომობილი 70 წლის ქალს დაეჯახა - მძღოლი გაიქცა
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 70 წლის ქალს დაეჯახა.
ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა უსაფრთხოების მართვის ცენტრში, 112-ში დარეკა, მანქანა შემთხვევის ადგილას დატოვა და მიიმალა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.