თეგებით ძიება

გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ყოფილ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯეს.

გელბახიანის თქმით, დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა. იგი საპატიმროდან 1-ელ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა