თეგებით ძიება

სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცადებაში წერია, საქმეში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის. 

"2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის ​საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა" - წერია განცხადებაში

ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა