თეგებით ძიება

ჩვევა, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი კარიერა

Boston Consulting Group-ის ხელმძღვანელს, პოლ კატჩლოვს, მტკიცედ სჯერა რეფლექსიის ძალის. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, როგორ შეიძლება, რომ რეფლექსიის რეგულარული პრაქტიკა დაგეხმაროთ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში, კარიერის შექმნასა და ურთიერთობების დამყარებაში.

როგორ შეუძლია რეფლექსიის პრაქტიკას შეამსუბუქოს ჩვენი ყოველდღიური და, განსაკუთრებით, სამუშაო ცხოვრება?

რა განაპირობებს კარგ ლიდერს? რა არის მისი ძირითადი თვისებები და უნარები?

რეფლექსიის უნარის ფლობა ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო დანარჩენი ეხება თანაგრძნობის, მოსმენის, განხილვისა და გუნდის განვითარების უნარს.

რეფლექსიაში მოიაზრება ჩვენი ცხოვრებისეული მოვლენების ასახვა „კრიტიკული ლინზებით“ - რა მოხდა, რა იყო ეფექტური და რა არა, რა შეიძლება და არ შეიძლება, რომ გაკეთდეს.

რეფლექსია - მონაცემთა საგანძური - გამბედაობას მოითხოვს. ეს შეიძლებაგანხორციელდეს სხვადასხვა ფორმატში: მიზანდასახულობით, წერილობითი და აუდიო ჩანაწერების გაკეთებით და შემდეგ მათი გათვალისწინებით, მენტორთან ან პატიოსან მეგობართან დისკუსიით. მთავარია იპოვოთ ის, რაც თქვენთვის ეფექტურია და აიღოთ რეგულარული ვალდებულება. რეფლექსიის პრაქტიკა ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანს ეხმარება კარიერისა და ცხოვრების ყოველ ეტაპზე.

https://www.ted.com/talks/paul_catchlove_the_habit_that_could_improve_your_career/comments/transcript


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა