თეგებით ძიება

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია, მადლობა საქართველოს - თურქეთის ელჩი საქართველოში

თურქეთის ელჩმა საქართველოში, ალი ქაან ორბაიმ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თურქეთში, მიწისძვრით დაზიანებულ რეგიონებში ცივი ზამთარია, ამიტომ გვჭირდება თბილი ტანსაცმელი, გამათბობლები, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები.

საქართველო ამ ყველაფერს საკმარისზე მეტს გვაწვდის. უფრო მეტიც, მიწისძვრის პირველ დღეებში საქართველომ თურქეთში სახანძრო ბრიგადა გაგზავნა. ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო მეზობლად გვყავს.

ეს ჰუმანიტარული დახმარება არის საქართველოს მთავრობის მიერ პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გამოყოფილი მილიონი ლარის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიერ ასეთი დიდი დახმარებისთვის ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი ძმების. მადლობა საქართველოს", - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 30 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში სხვადასხვა ქვეყნის ასობით მაშველი ჩავიდა დასახმარებლად მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდანაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა