თურქეთში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მაგნიტიდით 4.6 მიწისძვრა მოხდა. აფთერშოკები პროვინცია კაჰრამანმარაში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 35 418 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის შედეგად 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.