თეგებით ძიება

ვანდალიზმის ფაქტებზე ჯარიმა 300 ლარი იქნება - კახა კალაძე მოსახლეობას მიმართავს

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანება ან განადგურება დაჯარიმებას გამოიწვევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტია, ნადგურდება ქალაქის ინფრასტრუქტურა.

„მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარდგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონმდებელთა მხარდაჭერას მივიღებთ.

არავს სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ პრევენციის მიზნით, ამ ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს საზოგადოების მხარდაჭერის, რადგან ბევრი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ხდება ვანდალიზმი, იქვე დგანან ზრდასრული ადამიანები და შენიშვნასაც არ აძლევენ მოზარდებს. ეს დიდი პრობლემაა და ერთად უნდა შევეჭიდოთ ამ გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას ყველა ერთად მოვერევით“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა