თეგებით ძიება

ის საქართველო შევარცხვინე, ვინც კუბილიუსის და გრიგოროვას თამაშის წესით განვითარდება - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას ეხმაურება.

მისი თმით, საქართველო კანონის უზენაესობით იმართება და არა ევროდეპუტატების მითითებებით. 

"თურმე თუ კუბილიუსების, ფოტიგების და გრიგოროვების თამაშის წესით თუ არ იმუშავებს საქართელო, მაშინ, ე.ი. კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ჯერ ის საქართველო შევარცხვინე, ვინც კუბილიუსის და გრიგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათმა, რომ საქართველო, ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით", - თქვა ზარქუამ. 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე კენჭისყრა იწყება. ევროდეპუტატების ნაწილი საქართველოს არაფორმალური მმართველის დასაქნცირებას მოითხოვენ.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა