თეგებით ძიება
15. 02. 2023 მსოფლიო

"წამართვეს ტელეფონი! ყველას ციხეში ვერ ჩასვამენ, საკნები ამოიწურება..." - რუსი სტუდენტი უკრაინის ომის საწინააღმდეგო პოსტების გამო დააკავეს

რუსი სტუდენტი უკრაინის ომის საწინააღმდეგო პოსტების გამო დააკავეს.

ომის საწინააღმდეგო პოსტების გამოქვეყნებისთვის დაკავებულ 20 წლის ოლესია კრივცოვას, ბრალად ედება "ტერორიზმის გამართლება და რუსეთის შეიარაღებული ჯარების დისკრედიტაცია". 

ოლესიას თქმით, იგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული პოსტისთვის ვინმეს დააკავებდნენ.  

"ყველას ციხეში ვერ ჩასვამენ. რაღაც მომენტში საკნები ამოიწურება" - ამბობს 20 წლის გოგო, რომელსაც ტელეფონზე საუბარი და ინტერნეტის გამოყენებაც ეკრძალება. მის გადაადგილებას რუსი ძალოვნები სპეციალური სამაჯურის საშუალებით აკვირდებიან.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა