გურიაში, იუსტიციის სახლი გაქურდეს
გვიან ღამით, ჩოხატაურში, სოფელ კოხნარში იუსტიციის სახლი გაქურდეს და შენობაში მდგარი "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.
ბოლო 2 წლის მანძილზე ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა კოხნარის იუსტიციის სახლი იქურდება.
გასულ წელს შენობას ყუმბარაც კი ესროლეს, თუმცა, არცერთი შემთხვევა ამ დრომდე არ გახსნილა.