თეგებით ძიება

ხვიჩა კვარაცხელია მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარება (ფოტო)

"ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარცხელია და მისი გუნდელები თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ავტოგრაფიან მაისურებს ჰყიდიან. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინიციატივა "პარატენოპეის“ ჩრდ. მაკედონიელ ფეხბურთელს, ელიფ ელმასს ეკუთვნის, რომელსაც რამდენიმე ფეხბურთელმაც აუბა მხარი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა და პიოტრ ჟელინსკიმ. თურქულ სააუქციონო პორტალ Socratessahada.com-ზე ფეხბურთელების მაისურები უკვე აუქციონზეა გატანილი და მაისურების შეძენის სურვილი რამდენიმე მომხმარებელმაც გამოთქვა.

აუქციონი 4 დღესა და 17 საათში უნდა დასრულდეს. პორტალზე ხვიჩა კვარაცხელიას მაისური ამ დროის მონაცემებით 25 ათას ლირად არის შეფასებული, რომელიც დანარჩენ ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მაღალია. ელმასის, ოსიმენისა და ჟელინსკის მაისურების ღირებულება კი ამ დროისთვის 20 ათასი ლირაა. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 35 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა