თეგებით ძიება

რატომ მოსწონთ ასაკოვან კაცებს პატარა გოგოები და პირიქით, ახალგაზრდა ქალებს მხცოვანი კაცები? - ფსიქოლოგიური ახსნა

რატომ უნდა ხანდაზმულ მამაკაცს ახალგაზრდა ქალებთან შეხვედრა? ან პირიქით? თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად ჩნდება, მსგავსი სახის შეკითხვები... 

ხშირ შემთხვევაში განსჯის საგანი ხდება, ასაკობრივი სხვაობა წყვილებს შორის. 

2020 წლის ფართომასშტაბიანი რეპლიკაციის კვლევამ გამოიკვლია ადამიანების ხედვა, 45 ქვეყანაში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების უმეტესობა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს გარეგნობას პარტნიორის არჩევისას.

ამასთან, დადასტურებულია, რომ ზოგიერთმა მამაკაცმა შეიძლება, ახალგაზრდა ქალები მიიჩნიოს მანიპულაციისა და კონტროლისთვის მარტივ სამიზნეებად, შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მოტივი იყოს, თუ რატომ შეიძლება, ხანდაზმული მამაკაცის  ყურადღება ასაკით უმცროსმა ქალბატონებმა მიიქციოს.

შემდეგი ფაქტორი, შეიძლება იყოს - ახალგაზრდა ქალის ენერგია, გარეგნობა და ცხოვრებისეული პერსპექტივა, რომელიც შეიძლება მიმზიდველი იყოს ხანდაზმული მამაკაცისთვის.

რაც შეეხება, ქალებს ზრდასრული მამაკაცისადმი ინტერესი, შეიძლება იყოს, გამოცდილებით მოხიბვლა, ან თუდაც წარმატებული კარიერული მდგომარეობა...

ზოგჯერ ეს უბრალოდ ხდება... თქვენ შეგიყვარდებათ ადამიანი და უგულებელყოფთ მის ასაკს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა