თეგებით ძიება

კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“! - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის იმის აჩრდილია, რაც ხალხს წარმოუდგენია.

როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნება.

„რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის და თურმე, თავისუფლად გადაადგილდება „ვივამედის“ პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გავუსვამ ხაზს, ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და "ღლიცინი" მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი, მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს, არის ამაზრზენი! მე მჯერა, მსოფლიო მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ერთად გადავარჩენთ, ყველა ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ!"- აცხადებს გიორგი სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა