თურქეთში მიწისძვრას "Rasus Kimya Hatay-ის" ფრენბურთის ნაკრების 4 წევრი ემსხვერპლა
თურქეთში მომხდარ მიწისძვრას "Rasus Kimya Hatay-ის" ფრენბურთის ნაკრების 4 ფრენბურთელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის ფრენბურთის ფედერაციის (TVF) ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ ჰათაის ფრენბურთის გუნდის სპორტსმენები გოზდე ოზტურკი, დილეკ მუჩუკი, აჰსენ ბაში და ირემ კურთოღლუ.
6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 35 400-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 81 000-ზე მეტი.