თეგებით ძიება

"ყველა ქალზე მოძალადე ნაძირალა პოლიტპატიმრობას და პოლიტდევნას ვერ დაიბრალებს, არ მივცემთ ამის საშუალებას!" - ბაია პატარაია

"საფარის“ დამფუძნებელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება.

"ნამდვილად ჩაიდინა გოგი წულაიამ სქესობრივი ძალმომრეობა, რაც იმ ვიდეოებიდანაც ჩანდა, რომელიც გავრცელდა. ყველა ქალზე მოძალადე ნაძირალა პოლიტპატიმრობას და პოლიტდევნას ვერ დაიბრალებს, არ მივცემთ ამის საშუალებას!", - წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი, გოგი წულაია დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა